← მთავარი
პოლიტიკა

„ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს” - ნიკა გვარამია

18 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს” - ნიკა გვარამია

„ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს“ - ნიკა გვარამია

        პოლიტიკა • 17 წუთის წინ

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        8 პოლიტიკოსის საქმე - "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომელიც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. როგორც პროცესის დაწყებამდე გვარამიამ მედიასთან განაცხადა,  მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოიკვლიოს იგი.

თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს - უთხრა მედიას ოპოზიციონერლმა პოლიტიკოსმა.

გვარამიას და კოალიცია “ცვლილებისთვის” მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებულ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ელენე ხოშტრაია. 

მე სათქმელი, სულ, ვიდრე ამ ვითარებაში ვართ, მექნება ელენე ხოშტარიაზე, დღეს მე ვაპირებ და ჩვენი გუნდი, დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე, როგორც მოგეხსენებათ, ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკი ის პროცესის მონაწილეა, მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს იგი და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა მიიღოს აუცილებელი ზომები.  თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთი სხვა საკითხი დღის წესრიგში, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კოალიციისთვის დანამდვილებით იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენს მეგობარზე, არა მხოლოდ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, ბევრისთვის საყვარელ პოლიტიკოსსა და 4 შვილის დედაზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე. იმედი მაქვს, რომ ალიანსი ამაში შემოგვიერთდება და ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც არ არიან ალიანსში. რაც მთავარია საზოგადოება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რუსთაველი, იყოს ის ადგილები, სადაც ესეთი გადაწყვეტილებები ინდა მიიღებოდეს მყისიერად. ელენე უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ელენე, რომ არაფერს არ ითხოვს, ეს მხოლოდ მისის უპირატესობაა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას არავის, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანებამდე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია ციხის პირობებში. აუცილებელია მისის სათანადო გარემოში მოქცევა,” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.  შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია საქართველოში პოლიტიკური პატიმარია“ - ლორა თორნტონი
                        "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება. თორტონი "ოცნებას" ავტორიტარულ, პრორუსულ რეჟიმად მოიხსენიებს...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 10 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „ახალი არაფერი არ არის, წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ EU-სთან დიალოგისთვის“ - ბოჭორიშვილი
                        ახალი არაფერი არ არის. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. არასდროს გვითქვამ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 1:37
                
            
                        
                 
                
                    
                          "დღეს დილით ილიასთან ვიყავი... დახუჭული თვალებით მიყურებს და მითხრა - "როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით"
                        "დღეს დილით ილიასთან ვიყავი. მას თვალ-ბუდის ძვლების და ცხვირის მოტეხილობები აქვს. დილით ჭრილობები დაუმუშავეს და თვალის წესიერად გახელა ჯერ კიდევ უჭირდა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ზ...
                    

                    
                            სპორტი
                         • 1:28
                
            
                        
                 
                
                    
                          უკრაინამ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
                        უკრაინელებმა მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს | რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მათივე მტკიცებით, "საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ მასშტაბუ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 1:27
                
            
                        
                 
                
                    
                          „ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ“ – ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დააჯარიმეს
                        ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს: ან ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ. ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩი...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 0:22
                
            
                        
                 
                
                    
                          „თუ აშშ და ირანი 60 დღეში ვერ შეთანხმდებიან, დარტყმებს განვაახლებთ“ - ტრამპი
                        დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასძინა, რ...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 0:10
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი