ჯო უილსონი: „ქართული ოცნების” რეჟიმი თეირანის ტერორისტულ რეჟიმს უჭერს მხარს
ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჯო უილსონი ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა და ქართული ოცნება „თეირანის ტერორისტული რეჟიმის” მხარდამჭერად დაახასიათა.
„საქართველოს ხელში ჩაგდებას, მაფიის მსგავსად, ომის დამნაშავე პუტინის მეგობარი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ, დამანგრეველი შედეგები ჰქონდა ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისა და საქართველოს მამაცი ხალხისთვის,” — განაცხადა უილსონმა.
მან კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალა: 2026 წლის თებერვალში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის საელჩოს ღონისძიებას დაესწრო, სადაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღინიშნებოდა. მოგვიანებით, „ეპიკური მძვინვარების” ოპერაციის დაწყებისთანავე, ქართული ოცნების წარმომადგენელმა ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნაკს მოაწერა ხელი — დიქტატორ ხამეინის გლოვობდა და ირანის წინააღმდეგ ამერიკულ დარტყმებს გმობდა.
„ირანმა იმ წელს 50 ათასი საკუთარი მოქალაქე დახოცა. მათი გლოვა — წარმოუდგენელია,” — თქვა უილსონმა.
კონგრესმენის სიტყვით, „ქართული ოცნება” ასევე ირანს ეხმარება მიმდინარე ომში — გამოიყენა რა საჰაერო სივრცე რუსული სტრატეგიული ავიატრანსპორტისთვის, რომელიც ირანისთვის განკუთვნილ რესურსებს გადაჰქონდა. „ისინი ძირს უთხრიან ტრამპის ძალისხმევას კავკასიაში,” — განაცხადა მან.