პოლიტიკა
”ძალა ერთობაშია — ძალა ევროპაშია”: თბილისში შაბათის მარში კვლავ გაიმართა
9 მაისს, შაბათ საღამოს, თბილისში „შაბათის მარში” კვლავ გაიმართა. დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს — მეხუთე თვეა, ეს ტრადიცია ყოველ შაბათს ტარდება.
მსვლელობას წინ მიუძღვებოდნენ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების ოჯახის წევრები, ხელში სახეებიანი ფოტოებით.
„შაბათის მარშების” ტრადიცია BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ჩამოყალიბდა. პირველ ეტაპზე მოქალაქეები ამ ფორმით ითხოვდნენ საერთაშორისო გამოძიებას — გარკვეულ იქნეს, გამოიყენა თუ არა „ქართულმა ოცნებამ” ქიმიური იარაღი ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. მოგვიანებით მარშების თემა მრავალფეროვანი გახდა; ახლა ყველაზე ხშირად სამომავლოდ 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულ პირს ემეხება.