მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
ყაველაშილის ადმინსიტრაციის ცობით, “პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
თეიანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ ყაველაშვილი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მონაწილეობის მისარებად თეირანში დღეს ჩავიდა.
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
ოფიციალური გრაფიკის თანახმად, ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყო და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება. თეირანში, ყუმსა და ერაყში გამართული ცერემონიების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, მაშჰადში დაკრძალავენ.
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ “პატივი”, დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას