მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას კობახიძე
„მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
პოლიტიკა • 15 წუთის წინ
ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს “კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას” გამოიწვევს. “მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას”. - წერს კობახიძე. პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შებაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შარიფის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.