← მთავარი
პოლიტიკა

კოვენტ-გარდენი კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევას ითხოვს

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge · newposts.ge
კოვენტ-გარდენი კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევას ითხოვს

ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრ „კოვენტ-გარდენის” კასტინგის დირექტორმა პიტერ კატონამ წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს — ითხოვს ჩარევას ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქმეში. გამოცემა The Guardian ავრცელებს ინფორმაციას.

კატონა წერილში ბურჭულაძეს „მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გასვლის გამფრთხილებელ მაგალითს” უწოდებს.

„გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო მსოფლიოში ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმის მიერ.

ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან”, — წერს კატონა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ამ დროს 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ბოლო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.

„თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მომავლის შესანარჩუნებლად იბრძვის”, — ასკვნის კატონა.

შეგახსენებთ — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ „მშვიდობიანი დამხობის” საქმეზე 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

← მთავარი