ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები]
“გახარიას ადგილზე და მისის პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი. ემანდ სხვანაირი არ დადგეს მერე [საქმე], იმიტომ, რომ მართლაც ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო, ეს ერთი. და მეორე, პარლამენტებში, ზოგადად, ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებშიც, არაევროპის პარლამენტებშიც, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებში არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები, კი ბატონო. ლამაზია? არ არის ლამაზი. მისაღებია? არ არის მისაღები, მაგრამ ის, როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი, იქ ხდება, ხო? ვინმემ თუ აქ რაღაც გამოძიება დაიწყო, არა მგონია სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის, ასე ვთქვათ, ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფები და მერე ვინ როგორ გააგრძელა, რანაირად. კიდევ ერთხელ, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი”.