← მთავარი
პოლიტიკა

„ეს შურისძიებაა" - ისტორია 22 წლის გოგოსი, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ ფრონტზე დრონებს მართავს

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„ეს შურისძიებაა

დღეს ირინა (მეტსახელად ციყვი) კოლობაევა 63-ე მექანიზებულ ბრიგადაშია და FPV-დრონებს მართავს. ის 20 წლის დაქვრივდა. ამბობს, რომ ციყვი ქმარმა შეარქვა და თავის დროზე, ლიმანის (ქალაქი დონეცკის ოლქში) საცალფეხო ბილიკებიც ასწავლა - თითქოს იცოდა, რომ ერთ დღეს მის გზას გაჰყვებოდა.ირინა კოლობაევამ თავისი ისტორია რადიო თავისუფლებას უამბო.- ირინა, დღეს დრონების ოპერატორი ხართ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?- ჯარი რა იყო მაშინ გავიგე, როცა ჩემს მეუღლეს შევხვდი. უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორი იყო. ეს საქმე ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. მინდოდა მეც მეცადა. ვეხვეწებოდი, წამიყვანე, დამეხმარე სადმე მოვეწყო, მინდა თქვენთან ერთად ვიმუშაო-მეთქი. სულ ერთსა და იმავეს მპასუხობდა: „აი, კუბოში რომ ჩამდებენ, მერე წადი ჯარშიო“.

ირინა ქმართან ერთად

პავლო კოლობაევი

ერთმანეთით ვხარობდით. სხვებისთვის ცოტათი შეშლილები ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი რიგზე იყო. გადავწყვიტეთ, ჯვარი ომის შემდეგ დაგვეწერა. გვინდოდა, ყველაფერი ლამაზად გაგვეკეთებინა: საქორწინო კაბა, კოსტიუმი, ნათესავები, ორკესტრი…- რატომ არ უნდოდა თქვენს ქმარს, ჯარში წასულიყავით?- სანამ იმ ბატალიონში მოხვდებოდა, სადაც ახლა მე ვმსახურობ და სადაც ისიც მსახურობდა, სხვა ნაწილში იყო. ოთხასი თუ ხუთასი კაციდან 47 გადარჩა. მეგობრების უმეტესობა დაკრძალა, ადამიანები, რომლებიც მისთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ. ყოველი ასეთი დანაკარგი იმდენად მძიმე იყო მისთვის, მეგონა, გონს ვეღარასოდეს მოვიდოდა. არ უნდოდა, მეც მსგავსი რამ გამომეცადა. მშვენივრად ესმოდა, რომ ჯარში სადმე უსაფრთხო ადგილას არ დავჯდებოდი. ცხვირს ზუსტად იქ შევყოფდი, სადაც თვითონ ყოფდა - სარისკო საქმეებში, პოზიციებზე, სხვადასხვა ავანტიურაში. ძალიან ვუყვარდი და, ალბათ, საკუთარ ნერვებსაც ზოგავდა.- როგორი ადამიანი იყო თქვენი ქმარი? მოგვიყევით მასზე.- პავლო რუსლანის ძე კოლობაევი, მეტსახელად „ბარნი“. ჩემზე არანაკლებ სასაცილო მეტსახელი ჰქონდა. „ბარნი“, იმიტომ რომ ერთ-ერთ სწავლებაზე თითქმის მთელი ყუთი „დათუნიები“ შეჭამა. საჰაერო-სადესანტო ძალებში მსახურობდა. ჯერ მზვერავი იყო, შემდეგ - ქვეითი. ერთხელ დაიჭრა და უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფში გადაიყვანეს, სადაზვერვო დრონების გარე პილოტად. რომ დაიღუპა, დედაჩემმა დამირეკა. ისტერიკაში იყო, მგონი, რაღაც მოხდა, პაშას დედამ ფეისბუკზე პროფილის სურათად შავი სანთელი დააყენაო.

„ბარნი“

20 წლის დავქვრივდი. ჩემი დაბადების დღე ქმრის დაკრძალვიდან მეცხრე დღეს დაემთხვა. ასეთ მომავალს ნამდვილად არ ვგეგმავდი… შემდეგი ორი თვე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბევრს ვსვამდი. საბოლოოდ რომ არ შევშლილიყავი, სოფლის მაღაზიაში გამყიდველად მოვეწყვე. ერთი თვე ვიმუშავე და, სიმართლე რომ ვთქვა, სწორედ ამან გადამარჩინა.ვერ ვიტყვი, რომ დიდხანს ვერ ვიჯერებდი. სიკვდილზე ბევრს ვლაპარაკობდით. თითქოს წინასწარ მამზადებდა იმისთვის, რომ ერთ დღეს შეიძლება ვინმეს დაერეკა და ეს ამბავი ეთქვა. ყველაზე რთული უბრალოდ გადარჩენა იყო. მეგონა, ჭკუიდან შევიშლებოდი ან თავს რამეს დავუშავებდი.

ირინა ქმრის საფლავთან

ქვრივისთვის ერთადერთი ნამდვილი მხარდაჭერა სხვა ქვრივი თუ იქნება. მეგობრებისა და ნაცნობებისთვის ყველაფერი სულერთი იყო. მათ ვეღარ ვუგებდი, ისინი კი არც კი ცდილობდნენ ჩემს გაგებას. ამით ჩვენი ურთიერთობა ფაქტობრივად დასრულდა. სამწუხაროდ.თუ მთლიან საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, ადრე თუ გვიან ომი მათ კარსაც მიადგება.დაკრძალვიდან ორიოდე კვირის შემდეგ, ცოტა გონს მოვეგე და მივხვდი, ომში წასვლით შურსაც ვიძიებდი და დანაპირებსაც შევასრულებდი. ეს „ცალმხრივი ბილეთი“ იყო. ეს დედაჩემსაც ესმოდა და მამაჩემსაც. ვერაფერს შეცვლიდნენ, მაგრამ ყველაფერს აცნობიერებდნენ.იმ სამხედრო ნაწილში წავედი, სადაც ჩემი ქმარი მსახურობდა. არმია ჩემთვის სახლი გახდა, ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან რაიმე სახის კავშირი მქონდეს. მათ გარეშე მიჭირს. შვებულებიდან კვირა-ნახევარიც არ გადის, რომ უკვე უკან დაბრუნება მინდა. უზომოდ მიყვარს ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მართლაც მიყვარს ჩემი სამუშაო.

ირინა კოლობაევა

დრონით მიწოდებული წყალი და საჭმელი

ირინა კოლობაევა

ასევე ნახეთ

“ერთ „შაჰედზე“ უკვე ხუთი ეკიპაჟი ნადირობს“ – როგორ შეცვალეს უკრაინულმა დრონებმა ვითარება ცაში

← მთავარი