← მთავარი
პოლიტიკა

კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები ყირგიზეთს პირველი „მაღალი დონის“ ვიზიტით ესტუმრნენ

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები ყირგიზეთს პირველი „მაღალი დონის“ ვიზიტით ესტუმრნენ

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რამდენიმე მინისტრთან ერთად, 11-12 ივნისს ყირგიზეთს პირველი „მაღალი დონის“ ვიზიტით ესტუმრა.დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.სხვა ღონისძიებებთან ერთად, კობახიძე გაფართოებულ ფორმატში ყირგიზეთის პრეზიდენტს სადირ ჟაპაროვს შეხვდა. ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ „ერთობლივ განცხადებას“ მოაწერეს ხელი. ქართული მხარის თქმით, ასევე მოეწერა ხელი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმს.მხარეებმა „საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ სხდომა გამართეს, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.მოგვიანებით, ორმა ლიდერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთა.This post is also available in:

English Tagsირაკლი კობახიძე ყირგიზეთი

Copy URL URL Copied

← მთავარი