საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
პარტია დროა განცხადებით ეხმაურება მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერის შესრულებას და წერს, რომ ქვეყმო ქართლში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას.
დროას განცხადების თანახმად, მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს.
“ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი. გუშინ ვიხილეთ მარნეულში გადაღებული კადრები, რომელშიც ირანის ტერორისტული რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლოს - აიათოლა ალი ხამენეის პლაკატი ჩანს წარწერით: “მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა”. ვიდეოში ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც პლაკატის წინ რელიგიურ რიტუალს ასრულებენ. იგივე ხდება გარდაბანშიც, თბილისიდან 10-15 კილომეტრში. ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას. ამ ყველაფერს კი მხარს უჭერს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება. “ქართული ოცნების” კავშირები ირანთან მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლება, რომ თეირანში სტუმრობისას კობახიძე ჰესბოლას და ჰამასის ტერორისტებთან ერთად ზის დარბაზში, სადაც ისმის შეძახილები: “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!”. მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოშობს რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ირანის მზარდი გავლენა საქართველოში, გარდა უშუალო და მყისიერი საფრთხეებისა, შეუთავსებელს ხდის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშიც აღინიშნა. განცხადების თანახმად, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მავნე გარე გავლენებისგან ქვეყნის გათავისუფლებაა. იგულისხმება რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაცია. გამოსავალი მხოლოდ “ქართული ოცნების” რეჟიმის ცვლილებაშია. მოღალატე რეჟიმისა, რომლის სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის ამოცანა არა ქვეყნის წინაშე რეალურად არსებული გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების ანალიზი და მათთან გამკლავება, არამედ პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების დევნაა”. - წერს დროა.
მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO) ცნობისთვის, იმამ ალის მეჩეთში ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ “აჰლი ბეითის” ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, “მუსლიმებს ეკუთვნის”.
მარნეულის მეჩეთში ანტიისრაელური და ანტიამერიკული ქადაგება გრძელდება – ახუნდმა ოცნება შეაქო მარნეულში ირანის მიერ კონტროლირებული მოლები ხამენეის გლოვობენ, აშშ-ს წინააღმდეგ ქადაგებენ მანამდე, ამავე მეჩეთში აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეის “მოწამებრივად აღსრულებასთან” დაკავშირებით ყურანის კითხვა, ლოცვა და ქადაგება გაიმართა.
ქადაგების წარმომთქმელებს შორის იყო იმამ ალის მეჩეთის ახუნდი, ჰაჯი ჰაჯიევიც, რომელმაც გასულ თვეში აშშ-ს “რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი” უწოდა, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალ ხამენეის სოლიდარობა გამოუცხადა და მსმენელებს მოუწოდა, “მუჯთაჰიდს” ფიზიკურად დასდგომოდნენ გვერდში, რაშიც მან, დიდი ალბათობით, აიათოლა ალი ხამენეი იგულისხმა.
‘ამერიკა ყველაზე დიდი ტერორისტია’ – მარნეულში მოუწოდეს, ხამენეის ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში 3 მარტს ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მკვეთრად არის გაზრდილი ირანული გავლენა, რის ფარგლებშიც თეირანი ქვეყანაში “გავლენის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ ქსელს” ქმნის.