← მთავარი
პოლიტიკა

კონგრესმენი უილსონი: მადლიერი ვარ, ტრამპი „ქართული ოცნების” ქცევის შეცვლას ითხოვს

3 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
კონგრესმენი უილსონი: მადლიერი ვარ, ტრამპი „ქართული ოცნების” ქცევის შეცვლას ითხოვს

„მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საერთაშორისო ნორმების დამრღვევი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს,” — დაწერა კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე, მარკო რუბიოს განცხადებაზე გამოხმაურებისას.

„„ქართული ოცნების” ანტიამერიკული რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ, როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ ამწყვდევს,” — განაცხადა უილსონმა.

პოსტს წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა, სადაც უილსონმა სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შესახებ შეკითხვა დაუსვა. რუბიომ განაცხადა:

„ჩვენ ვუპასუხეთ [ქართულ მხარეს] და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ შეცვალოთ ტრაექტორია — არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა.”

სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ამერიკასთან ურთიერთობებზე ესაუბრებოდა. მან ახსენა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან გასული კვირის შეხვედრები და განაცხადა: „ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვართ, ეს დისკუსია განვაგრძოთ.”

თბილისს ჯერ მარკო რუბიოს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

← მთავარი