← მთავარი
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ რუსეთის სანქციებს ითხოვს — „ეს თვითმკვლელობაა”

10 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
პაპუაშვილი: ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ რუსეთის სანქციებს ითხოვს — „ეს თვითმკვლელობაა”

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად საქართველოს რუსეთის სანქციებს უყენებს — „ანუ თავი მოიკალითო”, — თქვა მან.

„თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღა უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? ამისკენ გვიბიძგებენ — საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ,” — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ამ პროცესში საერთაშორისო სამართალი ორჯერ დაარღვია. პირველად — დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებით, რაც, მისი სიტყვით, „საერთაშორისო შეთანხმების პირდაპირი დარღვევა” იყო. მეორედ — ევროკავშირმა კონკრეტულად საქართველოსთვის სპეციალური წესები შეიმუშავა, ადრე არსებულ ტექნიკურ კრიტერიუმებს პოლიტიკური კრიტერიუმები დაამატა, „რაც რაც კი ევროკავშირი არსებობს, არასდროს ყოფილა”.

„ქვეყანას ვერ დაანგრევენ იმის გამო, რომ ბრიუსელს სურს ვიზა დღეს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს,” — დასძინა პაპუაშვილმა.

← მთავარი