← მთავარი
პოლიტიკა

ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს

30 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა.

“ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს. …დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი ასპექტია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრა 7 ადამიანით”, — განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. მოქმედი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია. ის აჭარაში იმყოფება და როგორც მან “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს უთხრა, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ.

← მთავარი