← მთავარი
პოლიტიკა

ზაარბრიუკენი თბილისთან ყველა ოფიციალურ კავშირს წყვეტს

19 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ზაარბრიუკენი თბილისთან ყველა ოფიციალურ კავშირს წყვეტს

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველა ოფიციალური კავშირის შეჩერებას გეგმავს — მიზეზად საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება სახელდება. ადგილობრივი გამოცემა Saarbrücker Zeitung-ის ინფორმაციით, შესაბამისი რეზოლუციის პროექტი მოქმედი მერის, უვე კონრადტის (CDU) ოფისში მომზადდა და ამ კვირის სამშაბათს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოს განსახილველად წარედგინება. დოკუმენტი ქართულ დედაქალაქთან ყველა ოფიციალური კონტაქტის შეჩერებას „შემდგომ შეტყობინებამდე” ითხოვს.

ორ ქალაქს შორის „დაძმობილება” 50 წელზე მეტს ითვლის. ხელშეკრულებას ხელი 1975 წლის 22 მარტს მოეწერა — ზაარბრიუკენის მომავალი მერის ოსკარ ლაფონტენისა და ქართველი კოლეგის ბახვა ლობჟანიძის მიერ. ეს იყო პირველი ოფიციალური „დაძმობილება” დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქალაქს შორის.

მერი კონრადტი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებს პირადად არ შეეხება — ქალაქი „სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას” განაგრძობს.

← მთავარი