← მთავარი
პოლიტიკა

„იმედია ქართულ-გერმანული ურთიერთობები შემობრუნდება, ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა“ – კობახიძე

30 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„იმედია ქართულ-გერმანული ურთიერთობები შემობრუნდება, ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა“ – კობახიძე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომელასც საქართველოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კობახიძის თქმით, იმედი აქვთ, რომ შეიცვლება ქართულ-გერმანული ურთიერთობები, რომელსაც “ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა”.

“თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში.

პრინციპში, ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება”. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.

← მთავარი