← მთავარი
პოლიტიკა

"ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები თანამოაზრეებთან ეროვნულ საგარეო პოლიტიკაზე იწყებენ მსჯელობას

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge

⁠პოლიტიკური ინიციატივა “ჯერ საქართველოს” დამფუძნებლები თანამოაზრეებთან ეროვნულ საგარეო პოლიტიკაზე იწყებენ მსჯელობას. “დღევანდელი, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი, გლობალური თუ რეგიონული გეოპოლიტიკური გარემო საქართველოსგან მოითხოვს მკაფიო, პრინციპულ, გამბედავ და მომავალზე ორიენტირებულ მოქნილ საგარეო პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის ნებაზე. ჩვენი გუნდის მიზანია ვაქციოთ საქართველო დასავლეთ ცივილიზაციის ხუთჯვრიან ბასტიონად და წარმატების ისტორიად როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე ფართო შავი ზღვის რეგიონში”, — წერია “ჯერ საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი