← მთავარი
პოლიტიკა

კოვენტ-გარდენი ბრიტანეთის პრემიერს მოუწოდებს — ჩაერიოს პაატა ბურჭულაძის საქმეში

12 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
კოვენტ-გარდენი ბრიტანეთის პრემიერს მოუწოდებს — ჩაერიოს პაატა ბურჭულაძის საქმეში

ლონდონის სამეფო ოპერის სახლის — კოვენტ-გარდენის — კასტინგ-დირექტორმა პიტერ კატონამ წერილი გაუგზავნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერს. კატონა ითხოვს, ლონდონი ჩაერიოს ქართველი ბასი-ბარიტონის, პაატა ბურჭულაძის საქმეში.

ბურჭულაძეს 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი გადატრიალების” საქმეში 7 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. The Guardian-ის 12 მაისის პუბლიკაციაში კატონა ბრალდებებს „გამოგონილად” მიიჩნევს და ქართულ ოცნებას „პრო-რუსულ ავტორიტარულ რეჟიმად” ახასიათებს.

ბრიტანეთის საგარეო, კომონველთის და განვითარების სამინისტრო (FCDO) ადასტურებს, რომ საქმის მსვლელობას ადევნებს თვალს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება არ დაუფიქსირებია.

← მთავარი