← მთავარი
პოლიტიკა

პაპუაშვილი გერმანიის ელჩს: „ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას”

22 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
პაპუაშვილი გერმანიის ელჩს: „ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს პირდაპირ მიმართავს.

„ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას. მატყუარაა ის, ვინც ძალადობას ‘მშვიდობიან პროტესტს’ უწოდებს, ხოლო ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს. ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს”, — წერს პაპუაშვილი.

ელჩ ფიშერმა ბათუმელებთან ინტერვიუში ქართველი ოფიციალური პირების კრიტიკაზე ისე გამოეხმაურა: „სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო.”

← მთავარი