← მთავარი
პოლიტიკა

ქოცების შიგნით მოხდა გადატრიალება - ბექა კობახიძე

14 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ქოცების შიგნით მოხდა გადატრიალება - ბექა კობახიძე

პოლიციელების მიერ ხალხის ცემაზე: ქოცების შიგნით მოხდა გადატრიალება და ძველებს სჯიან სასტიკად. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ბურჭულაძე ჩააყუდეს. გენერალ-პოლკოვნიკი გომელაური რაღაც მანქანებით ჯერჯერობით გადარჩა.ახლა გამოაგდეს კადრები თუ რა ხდებოდა გომელაურის დროს და რომ ამაზე არავინ ისჯებოდა. აი ახლა ჩვენ მოვედით და დავსაჯეთო.ეს ერთი მხრივ იმას გვაჩვენებს რამდენად დაუნდობლები არიან შიგნით ერთმანეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ ესაა ზედმეტი თავდაჯერებულობა და გათამამება. აი ამას ვანახებთ ფართო საზოგადოებას და არც არაფერი მოხდება ჩვენს თავსო.მე მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ამ კადრების ტვ პირველამდე მიტანაში თავად ქოცების ხელი ურევია.პრაქტიკულად რომ შევხედოთ, რა ვნახეთ ახალი? 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ადამიანების სასტიკ და სადისტურ ცემას. ასეულობით ადამიანი ამბობს, რომ პოლიციის მიკროავტობუსებში აწამებდნენ. არის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები. ვის გვიკვირს, რომ თურმე 2022 წელს ადამიანებს ცემდნენ? ჩვეულებრივი შიდა ამორალური ბრძოლა აქვთ.რაც უკვე ნანახი გვაქვს იმით და ამ კადრებითაც, სამწუხაროდ უკვე თითქმის ნორმალიზებულია პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის აღქმა საზოგადოებაში. შევარდნაძის დრო ხომ გახსოვთ “პოლიციის შენობის მესამე სართულიდან კაცი გადმოხტა”-ს მორიგ ნიუსად რომ ვიღებდით? მანდ ვბრუნდებით. პოლიციის მხრიდან ძალადობის მეტი რა გვინახავს წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ეს საზოგადოებაში არასდროს ნორმალიზებულა. მუდმივად იყო პროტესტი. თითქოს გავიზარდეთ.მაგრამ არა, ძალადობის ნორმალიზება დაბრუნდა.

← მთავარი