← მთავარი
პოლიტიკა

გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გიორგი გელაძის მოადგილედ დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ბრძანების თანახმად, ბახუაშვილმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.

ბახუაშვილი მანამდე ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე არასრული ერთი თვის წინ, 10 ივნისს დაინიშნა.

იქამდე კი, 2026 წლის 23 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ბახუაშვილი წლების განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

← მთავარი