მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს
თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ, ეს ძალიან საამაყოა, — ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდარ ვუჩიჩმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყანას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავს წარმატებას საკუთარი ქვეყნისთვისაც ისურვებდა. ირაკლი კობახიძე: რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის “ჩემთვის საოცარი იყო აღმომეჩინა, რომ ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა, თქვენ სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლე იყო. ეს თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია, ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა, ბევრს უყვარს საქართველო მრავალი მიზეზის გამო. კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს ვუსურვო დიდი წარმატება მომავალში. ძალისხმევა ნამდვილად შესაშური. თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის წილი იქნება თუ სხვა მაჩვენებელი, ძალიან საამაყოა. ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონოდეს ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის და იმედი მაქვს, რომ თქვენც, როდესაც ჩვენთან ჩამობრძანდებით, სახლში გაგრძნობინებთ თავს. ძალიან დიდი მოგონებები მიმყვება თბილისიდან, მადლობა მეგობრობისთვის და ჩვენი ერების ასეთი ურთიერთობებისთვის”, — განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.