← მთავარი
პოლიტიკა

ზაარბრიუკენი თბილისთან 50-წლიან კავშირს წყვეტს — კალაძე გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილს” უგზავნის

19 მაისი, 2026 · წყარო: on.ge · on.ge
ზაარბრიუკენი თბილისთან 50-წლიან კავშირს წყვეტს — კალაძე გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილს” უგზავნის

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის მოქმედი მერი უვე კონრადტი (CDU) ამზადებს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ზაარბრიუკენ-თბილისის 50-წლიანი სამეგობრო ურთიერთობის ოფიციალური შეჩერებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი გამოცემა Saarbrücker Zeitung-ის ინფორმაციით, დოკუმენტი ამ კვირის სამშაბათს საქალაქო საბჭოს წარედგინება.

ორ ქალაქს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 1975 წლის 22 მარტს მოეწერა — ეს იყო პირველი ოფიციალური „დაძმობილება” დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქალაქს შორის. ხელი მოაწერეს ზაარბრიუკენის მომავალმა მერმა ოსკარ ლაფონტენმა და მის ქართველმა კოლეგამ ბახვა ლობჟანიძემ.

ოფიციალური კავშირების გაწყვეტის მიუხედავად, მერი კონრადტი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება რიგით მოქალაქეებს არ შეეხება.

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში „სამძიმრის წერილი გერმანელ ხალხს” სახელით განცხადებას ავრცელებს. კალაძის შეფასებით, „დიფ სთეითის” მორჩილი გერმანული ბიუროკრატია ისტორიულ მეგობრობას პოლიტიკური სპეკულაციის ინსტრუმენტად იყენებს — „კულტურული და პარტნიორული კავშირები ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, და ახლა ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ზიანდება”.

„დაუჯერებელია, რომ გერმანია, სადაც ახლა ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის ზრდა, დემოგრაფიული პრობლემები და სოციალური დაძაბულობაა, ბიუროკრატები ამ ყველაფრის პარალელურად საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებისთვის იცლიან,” — წერს კალაძე. ის ასევე მოუწოდებს ევროპის ლიდერებს ყურადღება გაამახვილონ კოპენჰაგენში მომხდარ ძალადობაზე.

← მთავარი