დიპლომატიის აკადემია: 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს გასცდება
„ქართული ოცნება” საქართველოს დიპლომატიის აკადემიის დაარსების საკანონმდებლო ბაზას ამზადებს. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — საიდანაც 88 000 ლარი ავტორიზაციასა და აკრედიტაციაზე მოხმარდება.
8 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სექტემბრიდან სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — საქართველოს დიპლომატიის აკადემია — დაარსდება.
კანონპროექტი ადგენს, რომ:
- სტუდენტთა მიღება 2027 სასწავლო წლიდან დაიწყება
- საბაკალავრო პროგრამაზე 70, სამაგისტრო პროგრამაზე 50 სტუდენტი მიიღება
- 46 თანამშრომელი დასაქმდება, სახელფასო ფონდი — 1 093 350 ლარი წელიწადში
- 2027-2029 წლებში ყოველწლიური ბიუჯეტი 2 851 350 ლარს შეადგენს
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლეს დიპლომატიურ რანგი მიენიჭება, რასთან დაკავშირებით ყოველთვიური 1 360 ლარის დანამატი გათვალისწინებულია. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი ასევე შეიძლება მინისტრებს, მათ მოადგილეებს და ყოფილ საელჩოების ხელმძღვანელებს მიენიჭოთ.