პოლიტიკა
საქართველო მეოთხედ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს” — ევროპის უმასშტაბურეს ნატო-სწავლებას
საქართველო მეოთხეჯერ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს” — ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას, რომელსაც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები ხელმძღვანელობს. სწავლება გასული კვირის ბოლოს გაიხსნა, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.
2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო და ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან 2 000 სამხედრო მოსამსახურე.
სწავლების მიზანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატო-სთან თავსებადობის განმტკიცება და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთობლივი მზადყოფნის გაუმჯობესება.