← მთავარი
პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე შიო III-ს ულოცავს: „ეკლესიის ძლიერება ყოველთვის ქვეყნის ძლიერების განმაპირობებელი იყო”

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ბადრი ჯაფარიძე შიო III-ს ულოცავს: „ეკლესიის ძლიერება ყოველთვის ქვეყნის ძლიერების განმაპირობებელი იყო”

„ძლიერი საქართველოს” ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცა.

„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს, მამას ჩვენსას, შიო მესამეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის,” — წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით ეკლესია გააგრძელებს ისტორიულ მისიას — ერის რწმენაში გაძლიერებასა და საზოგადოების გამთლიანებაში. „ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც,” — ხაზს უსვამს ჯაფარიძე.

← მთავარი