პოლიტიკა
კალაძე: განსხვავებული მოსაზრებების ზომიერად გამოხატვა უნდა შეგვეძლოს და არა შეურაცხყოფით
ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინიციატივა, რადგან სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ამ შედეგებამდე მივსულიყავით. შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ამ ყველაფრის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს ზომიერად, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხდება, როგორი სტატუსები იწერება, როგორი კომენტარები კეთდება სოციალურ ქსელში. მგონია, რომ დროული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.