← მთავარი
პოლიტიკა

ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის მეთაურად" დაინიშნა?

17 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურად მარატ კამბოლოვის კანდიდატურა დაამტკიცა. კამბოლოვის დანიშვნის განკარგულებას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი. კამბოლოვმა ამ პოსტზე ძამბოლატ ტადტაევი შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 2026 წლის 8 ივნისს გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება პირადი ინიციატივით, ე.წ. მთავრობის სხდომაზე წარადგინა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა იმავე დღეს დააკმაყოფილა. ვინ არის მარატ კამბოლოვი? რუსული მედია წერს, რომ 61 წლის მარატ კამბოლოვს რუსეთის ფედერაციის ფედერალური მთავრობის ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კამბოლოვი ხელმძღვანელობდა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნებათა და ფედერალური ურთიერთობების სამინისტროში და 2021 წლიდან 2025 წლამდე კურჩატოვის ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი იყო. კამბოლოვი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია და დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით და სამშობლოსთვის დამსახურებისთვის მე-3 და მე-4 ხარისხის ორდენით. 27 მაისს ის სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვი სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა, რომელსაც დაევალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ადრე ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა. როგორც ანალიტიკოსები განიხილავენ, “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” ყველაზე სავარაუდო კანდიდატად სწორედ მარატ კამბოლოვი განიხილება.

← მთავარი