← მთავარი
პოლიტიკა

პაპუაშვილი: „განათლების სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს”

20 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
პაპუაშვილი: „განათლების სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანს და სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა. შეხვედრაზე პაპუაშვილმა საქართველოს მხრიდან განათლების სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

„ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის რეფორმა — სკოლებში, უნივერსიტეტებში, სასწავლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. შემდეგ კვირას საქართველოს განათლების მინისტრი ჩინეთს ეწვევა და ჩინელ კოლეგებთან შეხვედრები ექნება. მინდა, ხაზი გავუსვა: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს განათლების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის,” — განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

← მთავარი