← მთავარი
პოლიტიკა

რკინიგზაში ფერაძის დროს დადებულ ხელშეკრულებაზე კითხვა აუდიტსაც ჰქონდა

16 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რკინიგზაში ფერაძის დროს დადებულ ხელშეკრულებაზე კითხვა აუდიტსაც ჰქონდა

საქმეში ფიგურირებს 8 ადამიანი, მათგან ორზე, მათ შორის ფერაძეზე ძებნა გამოცხადდება, დანარჩენი ექვსი კი უკვე პატიმრობაშია. მათ ედავებიან კორუფციული სქემის აწყობას და მასში მონაწილეობას. კონტრაქტი, რომლითაც სუსმა ბრალის ფორმულირებისთვის საჭირო მასალა მოაგროვა, 2020 წელს შპს „კახეთთან“ დაიდო.8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერებით რკინიგზა ითხოვდა ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების სერვისს.„საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა“, - განაცხადეს სუსში.

ასევე ნახეთ

“საქართველოს რკინიგზის” ყოფილი უფროსი ფერაძე და 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

რას წერდა აუდიტის სამსახური ამ ტენდერზე?რკინიგზის გამოცხადებულ ამ ტენდერში, რომლის ღირებულებაც $392 156 ლარი იყო, მხოლოდ შპს „კახეთმა“ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულადაც სწორედ ის გამოცხადდა.მხარეთა შეთანხმებით, რამდენიმე თვეში ხელშეკრულების პირობები შეიცვალა რკინიგზისთვის საზიანოდ - მომსახურების საფასური გაიზარდა 13 820 აშშ დოლარით. კომპანია აცხადებდა, რომ ჯართის დახარისხების ადგილამდე 24 კმ გზის გაყვანა სჭირდებოდა.„საქართველოს რკინიგზამ“ სატენდერო პირობების შეუსაბამოდ, სათანადო დასაბუთების გარეშე, გაზარდა ხელშეკრულების ღირებულება“, - წერია აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს მომზადებულ დასკვნაში.აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში (რომელიც მოიცავს მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეების შესახებ ინფორმაციას) საქართველოს რკინიგზა ნახსენები არ არის.

← მთავარი