← მთავარი
პოლიტიკა

რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე

15 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე

რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე

        პოლიტიკა • 9:19

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        “რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის. Amnesty International-ის ანგარში რამდენიმე თავს მოიცავს. კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონები სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ "მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა"

უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ, მოსამართლეები მომიტინგეებს თვითნებურად უფარდებენ უკიდურესად მაღალ ჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობებსა და თავისუფლების აღკვეთას იმ საქმეებზე, რომელიც საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული. ამჟამად, 150-ზე მეტი ადამიანი უსამართლოდ რჩება პატიმრობაში. 2024 წლის დეკემბერში, მომიტინგეებს გზის სავალ ნაწილზე დგომისთვის მკაცრი ჯარიმები დაეკისრათ – 5 000 ლარის (დაახლოებით 1 800 აშშ დოლარის) ოდენობით, რაც ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასზე ორჯერ მეტია. 2025 წლის დეკემბრისთვის კი მოქალაქეებს უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აჯარიმებდნენ, - ნათქვამია ანგარიშში.

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          წელის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”
                        წელის ქამრები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. ორთოპედიული  ქამრები პაციენტებ...
                    

                    
                            ჯანმრთელობა
                         • 54 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          როდის არის საჭირო ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?
                        სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული ბალიშების  მრავალფეროვან არჩევანს  სთავაზობს. ეს პროდუქტი გათვლილია მათთვის, ვისაც მუშაობის პროცესში დიდხანს ჯდომა უწევს, ასეთი ადამიანების...
                    

                    
                            ჯანმრთელობა
                         • 55 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          "ასეთ მდაბიო ფეიკ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება" - მამუკა მდინარაძის პრესსამსახური
                        "ასეთ მდაბიო ფეიკ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება" | ასე უპასუხეს IPN-ს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ელისო კილაძი...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 9:35
                
            
                        
                 
                
                    
                          "დაისჯებიან არ უნდა ლაპარაკი" - ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამბავი არ გაუგია
                        "ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია TV პირველთან ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამბავი არ გაუგია და არც "შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებული კადრები უნახავს. მას შემდეგ, რაც "პირველე...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 9:12
                
            
                        
                 
                
                    
                          რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
                        რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 7:48
                
            
                        
                 
                
                    
                          „მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
                        ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს. "მივესალმებით ამერიკის შეერთ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 7:45
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი