პოლიტიკა
მთავრობამ ეკლესიას სარეზერვო ფონდიდან 5.3 მილიონი ლარი გამოუყო
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან ეკლესიას 5 300 000 ლარი გამოუყო. ეს განკარგულება პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა — ილიას სიკვდილის შემდეგ შავფონიანი ბანერები 20 მაისს მეწამულფონიანმა ჩაანაცვლა.
მეორე განკარგულებით, 26 მაისის — დამოუკიდებლობის დღის — ღონისძიებებისთვის 8 081 647 ლარი გამოიყო. ყველაზე დიდი წილი — 2 422 778 ლარი — თავდაცვის სამინისტროს ერგო; კულტურის სამინისტრო 2 მილიონს მიიღებს.
26 მაისს 17:10-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით — რკინიგზის სადგურებსა და სამგზავრო ვაგონებში — ქართული ჰიმნი გაჟღერდება.