← მთავარი
პოლიტიკა

ზახაროვა: „მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის — ეს ორმხრივი უნდა იყოს”

4 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ზახაროვა: „მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის — ეს ორმხრივი უნდა იყოს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზადაა.

„მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს,” — განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს: 2023 წელს პუტინის გადაწყვეტილებით საქართველო-რუსეთის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგა, ხოლო 2024 წელს საქართველოს მოქალაქეებზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდა.

← მთავარი