ვოლსკი: „ნაცმოძრაობა” რევოლუციებს გეგმავს და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ დაადანაშაულა ქვეყნის დესტაბილიზაციაში.
„ამ ადამიანებს იდაყვებამდე აქვთ ხელი სისხლში, ქვეყნის ტერიტორიები დათმეს. საქართველო უკეთესს იმსახურებდა და უკეთესი აირჩია. ყველაფერი არჩევნების გზით წყდება — და არა გვარამია-ვაშაძის მიერ რევოლუციების მოწყობის მცდელობით”, — განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” თავს „კონსტრუქციულ” ოპოზიციად ათავსებს, თუმცა ეს ფარსია: „„ნაცმოძრაობამ” გადაწყვიტა, რომ წინა პლანზე ბოლომდე გამოვიდეს. ბანერები გამოიტანეს, სააშკარაოზე გამოვიდნენ. მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში კი არ ყოფილან — რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.”
ვოლსკიმ ასევე გაიხსენა მიხეილ სააკაშვილი: „სააკაშვილი რაღაცებს იგონებს — ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს.”
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ამბობს: „როგორც გვიღვრია სისხლი და საქართველო გესტაპოს მეთოდებით ვმართავდით, ისე გვინდა კიდეც გავაკეთოთ”, — განაცხადა ვოლსკიმ.