← მთავარი
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში.უწყებამ გაიხსენა დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადება, რომელშიც საქართველოც იყო ნახსენები.„[სანქციების ახალ] პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა“, - ეწერა საელჩოს ფეისბუკგვერდზე გუშინ, 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში საქართველოს ხსენება „მიუღებლად მიაჩნია“, „მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია“.

ასევე ნახეთ

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სია გააფართოვა - სიაშია რუსული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და “ჩრდილოვანი ფლოტის” გემები

← მთავარი