„ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან" - ვუჩიჩი
„ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან“ - ვუჩიჩი
პოლიტიკა • 6:09
ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ვუჩიჩმა თქვა, რომ ამაყობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელით - "ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს".
სერბეთის პრეზიდენტი მტკიცებით, ევროპაში საუბრობენ, რომ დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპის ქონა კარგი იქნებოდა.
დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა - მე ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი მშვენიერი მიღებისთვის და ასევე ურთიერთობისთვის. საქართველოს არა მხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანას და ერს ისე ვუყურებთ, არამედ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მქონდა საშუალება, პატრიარქთან, შიო მესამესთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური ორთოდოქსალური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ 2012 წლიდან დღემდე, საქართველომ საოცარი შედეგები იქონია. ამაზე ვსაუბრობ სერბეთის სახელით. ქვეყანა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად უნდა მომხდარიყო ასე, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9,3 პროცენტი. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს და ჩვენც ვამაყობთ ამ თქვენი შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. მე ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან. 12% იყო მშენებლობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდის მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის კუთხით ამხელა მიღწევისთვის. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც გაკვირდებათ, ძალიან ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ კადრებს მთვრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ისაც სურს საქართველოს მონახულება და პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია, მოინახულოს საქართველო“ - პაპუაშვილი საქართველოში პუტინის წარმომადგენლის ვიზიტზე
საქართველოში პუტინის წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ვიზიტში "ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ კანონმდებლობას არ არღვევს, მას საქართ...
პოლიტიკა
• 5 წუთის წინ
„მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ... და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?“ - ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია სოცქსელში წერს: მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ. არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგა...
სოცმედია
• 6:57
დავით ფერაძე, რომელზეც სუს-მა დღეს ძებნა გამოაცხადა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა
დავით ფერაძე, რომელზეც სუს-მა დღეს ძებნა გამოაცხადა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა. სუს-მა ფერაძეზე ძებნა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა - მას დ...
პოლიტიკა
• 6:36
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა - პასუხისგებაში 8 პირი მისცეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა...
კრიმინალი
• 6:21
საიდუმლო კვლევა და სენსაციური აღმოჩენა - რომაელმა თინეიჯერებმა, სკოლის სარდაფში, იდუმალებით ცნობილ, 1800 წლის იმ, უმდიდრეს სასასხლეს მიაკვლიეს, რაც აქამდე ლეგენდად ითვლებოდა
წლების განმავლობაში, რომში, კოლიზეუმიდან სულ რამდენიმე მეტრის ნსიახლოვეს მდებარე საშუალო სკოლის მოსწავლეები სპორტდარბაზის იატაკის ქვეშ დამალული იდუმალი ოთახების შესახებ ისტორიებს ჰყვებოდნენ. ახლა კი ა...
ეს საინტერესოა
• 6:14
„არ მჯერა... ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით, თქვენთან ჩამოვიდა" - უპასუხა ნინო წილოსანი პუტინის მრჩევლის თბილისში ვიზიტზე
"არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. არ მჯერა თქვენი ზოგადად არც ერთ შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში. თუ ასეთი ფაქტი, ან ისეთი პიროვნება რომელიც კანონის დარღვევით არის შემოსული მოხდა, ჯობდა რომ შესაბამისი უწ...
პოლიტიკა
• 5:48
მეტის ნახვა