"ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ისაც სურს საქართველოს მონახულება და პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია, მოინახულოს საქართველო" - პაპუაშვილი საქართველოში პუტინის წარმომადგენლის ვიზიტზე
„ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ისაც სურს საქართველოს მონახულება და პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია, მოინახულოს საქართველო“ - პაპუაშვილი საქართველოში პუტინის წარმომადგენლის ვიზიტზე
პოლიტიკა • 5 წუთის წინ
საქართველოში პუტინის წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ვიზიტში “ქართული ოცნება” პრობლემას ვერ ხედავს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ კანონმდებლობას არ არღვევს, მას საქართველოს მონახულების უფლება აქვს. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის მთავარი წინაპირობა ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა.
არ ვიცი ვინ სად იმყოფებოდა, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ისაც სურს საქართველოს მონახულება და პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია, მოინახულოს საქართველო. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენო პოზიცია ძალიან ცხადია. იქნება კულტურული ურთიერთობებიც, იქნება ეკონომიკური ურთიერთობები, საგანმანათლებო, ყველა ურთიერთობები იქნება, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის ერთადერთი წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენაში - საქართველოს დეოკუპაცია და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ერთადერთი, ვის მოსაწონადაც ვიქცევით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვის კრიტიკასაც ავირიდოთ, ეს არის ქართველი ხალხი, - ამბობს პაპუაშვილი.