„სანქციებია საჭირო” - ევროპარლამენტარი „მელაძის შაბათის” კადრებს ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს
პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობაა ასახული.
ევროპარლამენტარი საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს - “ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო”
ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო“, - წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.
“ნოდარ მელაძის შაბათმა” პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ) გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.