← მთავარი
პოლიტიკა

"ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გgermania და, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება" - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან

18 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

“ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება“ - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან

        პოლიტიკა • 5:55

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, პასუხს აგებს ყველა სიტყვაზე, რომელიც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ბრიფინგზე თქვა. ამასთან, ხოშტარიას განცხადებით, ბრიფინგის შემდეგ მასთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. “ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ”- დაწერა “დროას” ლიდერმა. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გამო  ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი  შოთა თუთბერიძე,  მორიგ ჯერზე, სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი.  რა თქმა უნდა,  ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც  სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის

დაძვრენას ცდილობს. საცოდავი საყურებელია.  ხაზგასმით მინდა  ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ  ყველა სიტყვაზე , რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს. 

და ბოლოს, მეგობრებო,  როგორც გუშინ შეგატყობინეთ,  ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან  ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური  გეგმა შედგება, რა თქმა უნდა,  საზოგადოებას ვაცნობებ.რუსთავის ქალთა ციხე”- წერს ხოშტარია. 

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „დეპუტატი სოსიაშვილი რომელია, მამალი ნაცი რო იყო და სააკაშვილზე 96 ფურცლიანი რვეულის დიფერამბი რო აქვს მიძღვნილი წიგნათა და ლექსათა?“ - გიორგი ფოფხაძე
                        საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოცქსელში წერს: დეპუტატი სოსიაშვილი რომელია, მამალი ნაცი რო იყო და სააკაშვილზე 96 ფურცლიანი რვეულის დიფერამბი რო აქვს მიძღვნილი წიგნათა და ლექსათა?აი ის...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 6:06
                
            
                        
                 
                
                    
                          პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტის მკვლელობისთვის დაკავებულს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა
                        პოლონეთში ბიალა პოდლასკაში რუსი არტისტისა და სატირიკოსის, სემიონ სკრეპეცკის საქმეში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცნობით, ის ქართულ პასპორტს იყენებდა.  ცნობისთვის, პოლონურ მ...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 4:56
                
            
                        
                 
                
                    
                          „ელენე ხოშტარია ციხეში ძალით იწევდა, რომ რაღაც წამებულის გვირგვინი დაედგა“ - „ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი
                        "ეს ადამიანი [ელენე ხოშტარია] ციხეში ძალით იწევდა, რომ რაღაც წამებულის გვირგვინი დაედგა. პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და ელენე წამებული გამხდარიყო... მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენმა...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 4:55
                
            
                        
                 
                
                    
                          წუხელ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მოსკოვის გამზირზე მდებარე "2 ნაბიჯის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს
                        გასულ ღამეს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მოსკოვის გამზირზე მდებარე "2 ნაბიჯის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. ტვ პირველის ინფორმაციით, წაღებულია შოკოლადები, სიგარეტი და სასმელი. შემთხვევის ადგილზე საგამ...
                    

                    
                            კრიმინალი
                         • 4:42
                
            
                        
                 
                
                    
                          „როგორც აქამდე არაფერი გამოვიდა ამ საქმიდან, არც მომავალში გამოვა“ - თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის რეზოლუციაზე
                        "ძალზე საინტერესო რეზოლუციაა. ხანდახან, გაოცებას საზღვარიც აღარ აქვს ხოლმე. იცით, რომ ყველაფერს ყალბ ნარატივზე აფუძნებენ ხოლმე და შემდეგ ყალბი დასკვნები გამოაქვთ, ყალბი მოწოდებებით გამოდიან. ახლა უფრო...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 4:42
                
            
                        
                 
                
                    
                          „ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია საქართველოში პოლიტიკური პატიმარია“ - ლორა თორნტონი
                        "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება. თორტონი "ოცნებას" ავტორიტარულ, პრორუსულ რეჟიმად მოიხსენიებს...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 3:51
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი