← მთავარი
პოლიტიკა

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლდა

18 მაისი, 2026 · წყარო: civil.ge
სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 18 მაისს განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 15 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლდა და ახლა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„დაკავებულების გათავისუფლების პროცესში გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზი””, — განაცხადა სუს-მა.

სამსახური ასევე ხაზს გუსვამს, რომ „განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.”

← მთავარი