„დაუშვებელია” — თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნას პროტესტი მოჰყვა
თბილისში პუშკინის ძეგლთან რუსული ენის დღის აღსანიშნავად შეკრებულ ხალხს საქართველოს მოქალაქეების პროტესტი დახვდა.
„ჩემი მიწიდან ვარ გამოდევნილი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ღვთისმსახურებაც კი არ ტარდება, ქართველებს ყოველდღიურად ჩაგრავენ ქართული ენის გამო — და ამ დროს რუსული ენის დღის აღნიშვნა ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხყოფაა,” — განაცხადა „საქართველოს რესპუბლიკის” წევრმა, აფხაზეთიდან დევნილმა ილია ღლონტმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი თავართქილაძე ერთმნიშვნელოვანი იყო: „მაშინ, როცა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართულ ენას კლავენ, თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა დაუშვებელია.”
ამავე პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც განაცხადა, რომ მოსკოვი „მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს ენობრივი დისკრიმინაციისა და რუსოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას” და მიზნად ისახავს „უკრაინის კონფლიქტის ფარგლებში რუსი და რუსულენოვანი ადამიანების უფლებების სრულ აღდგენას”.
6 და 7 ივნისს საქართველოში „რუსული ენის ელჩების” პროექტის ფარგლებში ღონისძიებები იყო დაგეგმილი. ამსავე პრიოდში მსგავსი შეხვედრები ბუდაპეშტსა და პარიზშიც ტარდება.