ევროკომისია: 11 ივნისის შეხვედრა დიპლომატური პასპორტების მფლობელებს შეჩერებული უვიზო რეჟიმის გამომწვევ გარემოებებს ეხება
ევროკომისიის პრესპიკერი მარკუს ლამერტი განმარტავს, რომ 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და „იმ გარემოებების გამოსწორებას” ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეჩერდა.
„2026 წლის მარტში კომისიამ 12 თვის ვადით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის — ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც შეჩერების პროცესის ფარგლებში იმართება,” — განაცხადა ლამერტმა „ევროსკოპის” კითხვაზე.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის საფუძვლებს — ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. „ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან,” — ამბობს კომისია.
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი 11 ივნისის შეხვედრას „მნიშვნელოვანს” უწოდებს „უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე”.