პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული - მედია
მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WANA იუწყება.
დასავლეთ აზიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცხრა ივლისს, ირანს თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.
აპირებს თუ არა აიათოლას დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას ყაველაშვილი, ჯერ მის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია.