შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას შეადარა. მისი განმარტებით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციებმა “საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები” და დასძინა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპებ უხეშად დაარღვია. “ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები. ევროკავშირის სახელით და ევროპული ინტეგრაციის იდეის გამოყენებით, ევროპარლამენტმა პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას.რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის. რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას.დემოკრატია ეფუძნება ხალხის სუვერენულ ნებას, ხოლო ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად, ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ასეთ მიდგომაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული პრივილეგიაა,” — განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, “უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება”. “პრაქტიკულად ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე.უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დე ფაქტო ხელისუფლებად აცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობაა 2 მილიონ 100 ათასი ამომრჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს,” — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ანგარიშში ევროსაბჭოს მკაცრად აკრიტიკებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, დემოკრატიის უკუსვლას და მმართველ გუნდს “ერთპარტიული დიქტატურის” ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს. 82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო