პოლიტიკა
ყაველაშვილი და ვუჩიჩი მეუღლეებთან ერთად შიო III-ს შეხვდნენ - ადმინისტრაცია
ივანიშვილის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი და სერბეთის პრეზიდენტი მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ.
“შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.” - წერია გავრცელებულ განცხადებაში.