← მთავარი
პოლიტიკა

განის სოჰუმი და ოკუპირებული სოხუმი "დაძმობილდნენ" - რას ეძებენ განელები ოკუპირებულ რეგიონში

8 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
განის სოჰუმი და ოკუპირებული სოხუმი

განის სოჰუმი და ოკუპირებული სოხუმი “დაძმობილდნენ” - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა აქვს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ოკუპირებული ქალაქის ე.წ. მერმა თემურ აგრბამ და განის ქალაქ სოჰუმის მეფემ, ბორიმო ამოაკო დარკომ. აგრბამ განელ სტუმრებს „მშვიდობა და სიკეთე“ უსურვა და აღნიშნა, რომ მათი სტუმრობა მეგობრობის ოფიციალური დადასტურებაა.

განის სოჰუმის ვიცე-მერმა, ფრანკ დანსომ, მასპინძლებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პირდაპირ თქვა, რომ მათი დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა — იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები განის „სოჰუმში“ ფულს ჩადებენ. მეფემ კი მათ მიწის შეძენისა და სარგებლობის წესებიც კი გააცნო.

ცერემონიის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს: სოხუმის საოკუპაციო ადმინისტრაციამ განის „მეფეს“ ვერცხლის ყანწი, ბაშლიკი (ყაბალახი) და ალაბაშა (აფხაზური ტრადიციული ჯოხი) აჩუქა, ხოლო სტუმრებმა მათ ეროვნული შარფები გადასცეს.

← მთავარი