← მთავარი
პოლიტიკა

შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა სახელმწიფოს 4.7 მილიონ ლარს დაუჯდება

12 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა სახელმწიფოს 4.7 მილიონ ლარს დაუჯდება

Starring Georgia-ს კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით მიმართა — შეკვეთილში მდებარე ციცინათელას, მუსიკოსთა და მინიატურების პარკების შენახვა-მოვლაზე სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დასჭირდება. ეს სამივე პარკი სახელმწიფოს ბალანსზეა გადაცემული.

კორუფციის მკვლევრები TV პირველს უმხელენ, რომ ეს ივანიშვილის „ქველმოქმედების” ტიპური ნიმუშია — კერძო პროექტების ტვირთი საბოლოოდ ბიუჯეტზე გადადის.

„კერძო ბიზნესის საქმეა სკვერები, ატრაქციონები, კონცერტების ჩატარება. სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება. წლის დასაწყისშივე პროგნოზირებადი იყო, სეზონი რომ დადგებოდა, ხარჯი გამოჩნდებოდა. გამარტივებული შესყიდვა ამათ ხელში ფულის კეთების საშუალებად გამოიყენება,” — ამბობს ანალიტიკოსი ბესიკ დონაძე.

← მთავარი