საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სავიზო შეღავათის ქვეყნებში არ შედის
აშშ-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 50 ქვეყნის გულშემატკივრებს 15 000 დოლარამდე სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუუქმა — ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. საქართველო ამ სიაში არ შედის.
15 მაისს თბილისში აშშ-ის საელჩოში ამის შესახებ წერილობით განაცხადეს. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვანი გვერდი ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საქართველოს ამ 50 ქვეყანას შორის ახსენებდა — შემდეგ „ინფორმაცია განახლდა”.
50 ქვეყნის სიაში არ შედის საქართველოს არც ერთი მეზობელი: არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი, არც თურქეთი — და არც უკრაინა.
შეგახსენებთ: 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, ვინც აშშ-ის B1/B2 ვიზის გახსნა სურთ, 5-, 10- ან 15 000 დოლარის ფულადი გარანტიის (bond) გადახდა მოეთხოვებათ. სავიზო პირობების დაუბღვევლად დაბრუნების შემთხვევაში ეს თანხა ბრუნდება.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება.