← მთავარი
პოლიტიკა

სააკაშვილი გარდაბნის ავარიაზე — „პოლიცია თვალს ხუჭავს მაღალ სიჩქარეზე”

16 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სააკაშვილი გარდაბნის ავარიაზე — „პოლიცია თვალს ხუჭავს მაღალ სიჩქარეზე”

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გარდაბანში მომხდარ ტრაგიკულ ავარიას, სადაც 8 ახალგაზრდა დაიღუპა.

„ყველა ამბობს, რომ პატრულები არამხოლოდ არ ცდილობენ ასეთი მანქანების შეჩერებას, არამედ თვალს ხუჭავენ მაღალ სიჩქარეზე — იმიტომ, რომ სურთ, კამერების მეშვეობით მეტი ჯარიმა გამოწერონ და ქოც-მოხელეებს პრემიები დაუგროვონ,” — წერს სააკაშვილი.

გარდაბანში BMW-ი ხეს შეეჯახა: 8 ახალგაზრდადან 7 ადგილზე დაიღუპა, მე-8 კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

← მთავარი