← მთავარი
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: "ნაცმოძრაობა" არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ნინო წილოსანი:

პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და პარტიის ლიდერებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე გაამახვილა ყურადღება. თინა ბოკუჩავა: გამოწვევების დაძლევაში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი წილოსანის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო მოაზრება აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთ დიდ შოუდ იქცა. მისივე თქმით, პარტია დაღმასვლის გზაზეა და მას ნორმალური ახალგაზრდები არ შეუერთდებიან. “ნაციონალურ მოძრაობას რომ სრულებით არანორმალური ლიდერი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი სახით, ახალი არაა. მაგრამ ამ ლიდერის წინ, კეკლუცობისთვის და თბილი ადგილის მოსაპოვებლად რომ ახლა ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს, ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ალბათ. ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთის იმიტომ ესხმიან თავს და შემდეგ თავს იმიტომ იმართლებენ, რომ სააკაშვილს თავი მოაწონონ და როგორღაც პირველობა დაიმსახურონ. თუმცა ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და თავად ბელადი მოიაზრებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, ალბათ, კარგად გვაჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც სჭირდება ისეთი იაფფასიანი “შოუმენი”, როგორიც არის ნანუკა ჟორჟოლიანი.ფაქტია, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა. ეჭვი მეპარება, რომ მის რომელიმე მოსაზრებას რაიმე აზრიანი ან დასაბუთებული საფუძველი ჰქონდეს. ამას ადასტურებს ის, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით ნაცმოძრაობის განახლება ყველაზე დიდი სისულელეა. ღმერთმა ხელი მოუმართოს და გააკეთონ. ნაცმოძრაობა არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება. ერთადერთი, რაზეც ნაცმოძრაობა დღემდე დგას, არის ფუნდამენტალისტი ნაცები, რომლებიც ვერ გამოდიან ძალადობრივი რეალობიდან და ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ თავის ბელად სააკაშვილს”, — განაცხადა წილოსანმა. ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ჩემს თავს ვხედავ ენმ-ში იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას

← მთავარი