„20 ივნისის მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი კობახიძეა" - გახარიას გუნდი
„20 ივნისის მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი კობახიძეა“ - გახარიას გუნდი
პოლიტიკა • 20 ივნისი 10:04
„გავრილოვის ღამიდან“ შვიდი წლის თავზე, 20 ივნისის მოვლენების შეფასებები კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. გიორგი გახარიას გუნდი პასუხისმგებლობას იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ქმედებებს აკისრებს და აცხადებს, რომ სწორედ მისმა გადაწყვეტილებებმა შექმნა პროცესები, რომლებმაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია. პარტიაში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ღამეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას უზრუნველყოფდნენ. ამასთან, გახარიას გუნდი კვლავ უარყოფს ბრალდებებს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება უშუალოდ გიორგი გახარიამ გასცა.
დღეს 20 ივნისია, 7 წელი მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ გავრილოვს უმასპინძლა საქართველოში და საკუთარი სავარძელი დაუთმო და შემდეგ, როცა უპასუხისმგებლო, მშიშარა კობახიძის გამო ქვეყანაში და რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც ძალიან ობიექტური და ჭეშმარიტი პროტესტი მოჰყვა, ადამიანების სამოქალაქო პროტესტი, კობახიძე გაიქცა ბაქოში და ბაქოში იმალებოდა. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. ირაკლი კობახიძეს აქვს სტატუსი, რომელიც არის 20 ივნისის ორგანიზატორი. ადამიანმა შექმნა ის პროცესები, რომელიც შეიქმნა 20 ივნისს. ხოლო, ჩვენ, 20 ივნისის აქცის ვუერთდებით თუ არა დღეს, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით, იმიტომ, რომ მიუხედავად ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლო საქციელისა, ამ მშიშარა ადამიანისა, რაც მოაწყო 20 ივნისს, გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი შსს-ში მაშინ იცავდა პარლამენტს და სახხელმწიფო ინსტიტუტს. ეს ღამე, რომელიც გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობის” ტურის ღამედ, აი, ეს ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, 161 პარაგრაფში ნათლად წერია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გაცემის ბრძანება არ გაუცია, - ამბობენ გახარიას გუნდში.
“გავრილოვის” ღამიდან შვიდი წლის თავზე თბილისში ისევ პროტესტისთვის ემზადებიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები საღამოს 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩა. სწორედ ამ დღეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოქალაქეებმა თვალის დაზიანებები მიიღეს. 20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ელენე ხოშტარია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს…რადგან დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება.“ - ალექსანდრე თავართქილაძე, ონკოლოგი და გენეტიკოსი „…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს — არა იმიტომ, რომ საქმის ყველა სამართლებრივი დეტალი იცის, არამედ იმიტომ, რომ დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება. მე არ ვარ ამ საქმის იურიდი…
პოლიტიკა • 21 ივნისი 11:47
VIDEO: „ადამიანის სულის თავგადასავალი - საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი… მტკივნეული პროცესი“ - თეო იოსელიანის რომანი „ორ სამყაროს შორის“ “გურიის მოამბეს” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ იმყოფება, რამდენიმე თვის წინ მისტიკური რომანი – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა. “მე ორჯერ დავიბადე და მეორედ დაბადების…
საზოგადოება • 21 ივნისი 10:11
„შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს“ - მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მისი ნამდვილად გმირული ბრძოლისთვის. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ციხის რეჟიმის დამოკიდებულება, ჩვენი ჯანმრთელობისადმი. გადაწ…
პოლიტიკა • 21 ივნისი 1:01
ვიდეო: დადგენილია წამებაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა დაადგინა - „ტვ პირველი“ პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებული სისასტიკით სცემს, 23 წლის ირაკლი კუხალაშვილია, [სასტიკი ანგარიშსწორების დროს, 2022 წელს ის 19 წლის იყო]. პოლიციელი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მუშაობ…
პოლიტიკა • 21 ივნისი 0:35
უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის პორტს დაარტყა უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის პორტს დაარტყა | ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქე…
რუსეთ-უკრაინის ომი • 21 ივნისი 0:32
„ივანიშვილი კობახიძეს მალე ურნაში მოისვრის, წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის“ - ლევან ხაბეიშვილი ლევან ხაბაიშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის მოხსნა იგეგმება - ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, “დღის ამბებისთვის” ციხიდან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოქმედ პრემიერს საქართველო…
პოლიტიკა • 20 ივნისი 11:21
მეტის ნახვა